ქედის მოსახლეობა ცენტრალური პარკისთვის სახელის შეცვლას ითხოვს. მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე შევიდა. ადგილობრივებს ცენტრალური პარკისთვის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭება სურთ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე განცხადების განხილვა მოქალაქეებთან ერთად მიმდინარეობს და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, იგი მთავრობის შესაბამის კომისიას გადაეგზავნება.