ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის აღმართვისთვის 65 651 ლარს დახარჯავს

1053

წინა სტატია

ქუთაისის მერია ქალაქის შემოსასვლელში საქართველოს სახელმწიფო დროშის სადგარის დამონტაჟებისთვის 65 651 ლარის ღირებულების ტენდერს (NAT180005887) აცხადებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დროშის სადგარი ნიკეას ქუჩაზე # 70 ბინასთან უნდა განთავსდეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 30 დღეში შეასრულოს. დროშის ქვეშ კი, ოთხი სანათი უნდა დამონტაჟდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა სამი წლით განისაზღვრება. თუ ამ პერიოდში წარმოიქმნება რაიმე ხარვეზი, შემსრულებელი კომპანია ვალდებული იქნება, ეს ხარვეზი აღმოფხვრას.

ტენდერში მონაწილე კომპანიას, ასევე, შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები, რომლის მოცულობაც 2007 წლიდან დღემდე, ტენდერით განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები და მიღება-ჩაბარების აქტები.

სახელმწიფო შესყიდვა  რვა მაისს იწურება.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტის შესადგენად მერიამ ტენდერი მარტში გამოაცხადა.