ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო

964

ანაკლია-განმუხურში საკურორტო ზონის მოსაწყობად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ვინაიდან არის საკურორტო სეზონი, სანაპიროს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, იმისთვის, რომ დამსვენებლებს ჰქონდეთ მოწესრიგებული გარემო, ჩვენ შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS-ს”100 ათასი ლარი მივეცით“, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ.

ანაკლია-განმუხურში ტერიტორიის დასუფთავებისა და მოწყობის სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყო. უკვე დამონტაჟდა 16 სათვალთვალო კამერა. რვა ხიდსა და ბულვარის პერიმეტრზე, დანარჩენი კი აკვაპარკის გვერდით, განმუხურის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში.