ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო

529

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ჭადრაკის განვითარების განყოფილების უფროსის გიორგი ბერიას ცნობით, სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება. პროექტის სრული ღირებულება 865 300 87 ლარს შეადგენს. 2018 წელს დაგეგმილია 500 000 ლარის სამუშაოების განხორციელება, ხოლო დანარჩენი სამუშაოები გაგრძელდება და დასრულდება 2019 წელს.

პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. ხოლო შემდეგი ეტაპი 2019 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით. შენობაში განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ამასთან, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით და ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

გიორგი ბერიას თქმით, სარეკონსტრუციო სამუშაოების ჩატარება ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს, რადგან მერია სკოლისთვის ალტერნატიულ ფართს დაიქირავებს.