გურჯაანში ადმინისტრაციული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა განაცხადა, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და 18 ივლისს დასრულდება.
„მოხდება ნულოვანი სართულის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება: ოთახების, ტიხრების, ჭერისა და ინტერნეტის გაკეთება. ასევე შშმ პირებისთვის მოეწყობა პანდუსი. მოქალაქეთა მომსახურება ჩავა პირველ სართულზე, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან ხალხს. გარდა ამისა, შენობის მეორე და მესამე სართულზე კორიდორში დაიგება ფილები. რეაბილიტაცია სამუშაო პროცესს ხელს არ შეუშლის.“
ვლადიმერ მუსალბიშვილის თქმით, სამუშაოებისთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 ათასი ლარია გამოყოფილი.