ვისთან კონსულტაციების შედეგად უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის მეთაური. მოსაზრებები

749

წინა სტატია

საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვას, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალ ყველა პარტიასთან გამართავს კონსულტაციებს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

ოპოზიცია კი კონსტიტუციის მოქმედ და ახალ რედაქციაში არსებულ კაზუსზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის მორიგი უთანხმოება გამოიწვიოს.

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უზენაეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეარჩიოს. მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ წარადგენს პრეზიდენტი საბჭოს კანდიდატურას მინისტრობის კანდიდატებთან ერთად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ კი კანდიდატს პრეზიდენტს წარუდგენენ და იმედოვნებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი მათ პოზიციას გაიზიარებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა, მალევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი გახდა ცნობილი.