ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხზე იმსჯელა. ერთი ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებს შეეხება,მეორე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ხელვაჩაურის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში 365 658 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტში განსახორციელებელ ცხვლილებებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მიშა ბოლქვაძის თქმით, ტრანსპორტის ექსპულატაციისა და მოვლა შენახვისთვის გამოყოფილი 60 ათასი ლარი არამიზნობირვია. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს.
რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებს – ხელვაჩაურის საზღვრებში ისევ უნდა მოექცეს ადმინისტრაციული ცენტრი. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, 6 თვის განმავლობაში დროებითი სამუშაო ჯგუფი აღნიშულ საკითხზე მუშაობდა, გამოიკითხა მოსახლეობაც, ახლა კი სქემატური რუკა შემუშავდება, რომელიც სავარაუდოდ 20 ივლისისთვის იქნება მზად. იგი დასამტკიცებლად პარლამენტს გადეგზავნება.