გაფიცული მძღოლების შეხვედრა ბათუმის მერიაში უშედეგოდ დასრულდა

970

წინა სტატია

გაფიცული მძღოლების წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის ვიცემერთან თენგიზ პეტრიძესთან კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

ვიცემერის განცხადებით, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მივლინებაშია და ორი დღის შემდეგ შეხვდება მძღოლებს. თენგიზ პეტრიძე მძღოლებს სთავაზობს მაბამდე მუშაობა განაახლონ.

გაფიცული მძღოლები გარანტიებს ითხოვენ, რომ ახალი სამარშრუტო მიმართულებების ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილები არ განახევრდება. ასევე, მძღოლებს სურთ, რომ საკრებულომ შეაჩეროს ახალი რეგულაციების საკითხის განხილვა, რომლითაც მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობის, მოძრაობისა და გადასახადების წესი უნდა დამტკიცდეს.

ჯერჯერობით უცნობია განაახლებენ თუ არა მძღოლები მუშაობას, ისინი მსვლელობით აჭარის მთარობის სახლთან მიდიან.