დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების მოსახლეობა აქციას მართავს. მათ თქმით, ქერის მოსავლის ასაღებად არასაკმარისი რაოდენობის კომბაინებია, შპს ,,მექანიზატორი” კი უპირატესობას მსხვილ ფერმერებს ანიჭებს და ტექნიკას პირველ რიგში მათ აძლევს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“ამდენი ვიწვალეთ და რა დღეში ვართ, მოყვანილ მოსავალს ვერ ვიღებთ. მხოლოდ ჩვენ კი არა სხვა სოფლებიც. ორი კომბაინი არ არის საკმარისი და ისიც უმოქმედოდ დგას, ჩვენ მოსავალი გაგვინახევრდა. როგორც ვხვდებით უპირატესობას იმათ ანიჭებენ ვისაც დიდი მოსავალი აქვს. ჩვენ რა ვქნათ გლეხებმა? იძულებულები ვართ, ამ ორი კომბაინის სხვაგან გაგზავნის საშუალება არ მივცეთ”, – განაცხადა ფერმერმა ზურაბ გოდერძიშვილმა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.