რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო

934

რუსთავის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. რუსთავის მერიის ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 5-6 წლის ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფებში ჩასარიცხად მშობლების განცხადებების მიღება, უახლოეს დღეებში კი 4-5 წლის ბავშვების მიღების პროცესი დაიწყება.

“ბაგა-ბაღებში განცხადების საფუძველზე 4-5 წლის ბავშვბის ჩარიცხის პროცესი 22 მაისს დაიწყება. ადგილების რაოდენობა შეზღუდული არ არის, ასე რომ, 4-5 წლის ასაკის ბავშვის მშობელს, ვისაც კი სურვილი გაუჩნდება ბავშვის მიყვანის, ყველას ჩარიცხვა მოხდება. უკვე დასრულდა 5-6 წლის ბავშვების მიღება. რაც შეეხება 3-4 და 2-3 წლის ბავშვებს, მათ მიღებაზე ელექტრონული რეგისტრაცია ივნისის ბოლოს ჩატარდება და მშობლებმა ბავშვები მათთვის სასურველ ბაღში, ელექტრონულად უნდა დაარეგისტრირონ”, – განაცხადა ეკა ხუციშვილმა.

“რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელის თქმით, მომავალი სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის, რუსთავის #41 ბაგა-ბაღში დამატებით 4 სააღმზრდელო ჯგუფი დაემატება, ასევე დაგეგმილია ერთი ახალი ბაღის მშენებლობა.

წყარო: ინტერპრესნიუსი