შუახევის სოფელ ინწკირვეთში სოფლის სახლის მშენებლობა დაიწყო

975

შუახევის მუნიციპალიტეტში, წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ინწკირვეთში, სოფლის სახლის მშენებლობა დაიწყო.

მერიის ცნობით,  პროექტის ფარგლებში 1 სართულიანი კაპიტალური შენობა აშენდება, სადაც სოფლის რწმუნებულის სამუშაო ოთახი, ამბულატორია და სააქტო დარბაზი განთავდება.

აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან 73 000 ლარით ფინანსდება.