ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ეკლესიამდე მისასვლელ 2კმ-იანი გზის ზედაპირი ბეტონის საფარით მოეწყობა.
მერიის ცნობით, პროექტს რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდი 221 600 ლარით აფინანსებს. საგზაო სამუშაოებს კი, ტენდერის პირობების მიხედვით შპს „მიმდემი“ ასრულებს.