რუსთავში თანადაფინანსებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო

508

რუსთავში თანადაფინანსებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო.

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსმა“ საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ახალი ,,ინიციატივების პროგრამის” განხორციელება დაიწყო.

მერიის ცნობით, პროგრამის მიხედვით შესული განცხადებების საფუძველზე, მოთხოვნის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალას შეიძენს და მოსახლეობას გადასცემს. მოსახლეობა კი თავის მხრივ, მიღებული მასალით სამუშაოებს საკუთარი სახსრებით შეასრულებს.

თანადაფინანსების ეს პრინციპი, რუსთავის მერიაში, წელს პირველად დაინერგა. პირველ ეტაპზე შეძენილი სამშენებლო მასალით, 17 მრავალსართულიანი კორპუსის ამხანაგობა მომარაგდა.