ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

525

ხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 904 ათასი ლარია.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი ექვს ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვალა კარ-ფანჯარა და წყალგაყვანილობა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა.