ქ. ბორჯომის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიხედვით სამუშაოები 5 ქუჩაზეა გათვალისწინებული.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, რუსთაველის №119-ში, ერეკლეს, ქეთევან წამებულისა და კოსტავას ქუჩებზე მოხდება არსებული მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია, ხოლო რობაქიძის ქუჩაზე, სადაც სანიაღვრეები არასოდეს ყოფილა სრულიად ახალი ქსელი მოეწყობა.
ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გრუნტის მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტის ფარლებში ობიექტებზე მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, ჭები და ცხაურები.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 27 970 ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 20 მაისისთვის მოხდება.
წყარო: ეთანიუსი