ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერიის მიერ სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტს ეხმიანება

661

წინა სტატია

ქუთაისის საკრებულოს “ევროპული საქართველოს” დეპუტატი მერიის მიერ სახელფასო დანამატების გაცემის ფაქტებს ეხმიანება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“ხელფასის ზრდის დროს აღინიშნა, რომ დანამატი და პრემია გაერთიანდებოდა და საერთო ჯამით გაიცემოდა ხელფასი, თუმცა ხელფასებიც გაიზარდა და დანამატიც გაიცემა. შეიძლება სტიმულის მისაცემად მათვის არსებობდეს “ბონუსური ” სისტემა, მაგრამ მნიშვნელოვანი არსებობდეს  ისეთი ობიექტური სისტემა, რომელიც სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებს თანამშრომლებს.”-აცხადებს მერაბ მეშველიანი.

დეპუტატის  განმარტებით, მნიშვნელოვანია, იცემა თუ არა დანამატი იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ამას მართლა იმსახურებენ და ხომ არ არსებობენ პრივილეგირებული პირები?! მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა სამუშაოების შესრულების შემდეგ გაიცა დახმარება. დეპუტატის თქმით, თანამშრომლების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები ობიექტური და სამართლიანი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მაისში, სახელფასო დანამატის სახით 14 131 ლარი გასცა. ახალი მერის პირობებში, შვიდი თვის განმავლობაში,  ქუთაისში პრემია-დანამატი სამჯერ გაიცა, რაც 92 218 ლარს შეადგენს. პირველად ახალი წლის დღესასწაულზე – 54 937 , შემდეგ კი მაისში – 23 150 ლარი.