ხელვაჩაურში, ახალშენის ცენტრში, კულტურის სახლის რეაბილიტაცია გრძელდება

785

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალშენის ცენტრში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად ახალშენის კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ნახევარსაუკუნოვან შენობას კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება.

აღნიშნული შენობის დარბაზი 600 ადამიანზეა გათვლილი და ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 469 469 ლარია გამოყოფილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „ფელიქსი“ აწარმოებს.