ქუთაისში მაიაკოვსკის ხეივნის (ყოფილი ახალგაზრდობის გამზირის) მე-6 შესახვევის ჩიხის რეაბილიტაცია დასრულდა. ქუთაისის მერიის ცნობით, მოსახლეობას ასევე აწუხებდა წყლის პრობლემა, რომელიც მოგვარდა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმიტ, ეტაპობრივად ქალაქში გზებისა და ქუჩების მოწესრიგება გაგრძელდება. ამ დროისთვის საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს. მალე დასრულდება ლესელიძის მე-2 შესახვევის, გელათის მე-4 შესახვევის ასლანიკაშვილის პირველი ჩიხის თაბუკაშვილის 2,4,6,8, შესახვევების სარეაბილიტაციო სამუშაოები.