ანეულაში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, განსახლების პროცესი მიმდინარეობს

648

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ანეულაში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, განსახლების პროცესი მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის ანეულაში 9 ოჯახია შესწავლილი, კვლევა დასრულებულია და განსახლების პროცესია დაწყებული.

ამასთან, გასულ კვირას ანეულას მოსახლეობასთან შესაბამისი სამსახურებისა და ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის ერთობლივ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ექსპერტებმა დამატებით შეისწავლონ ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი ფართიდან, მხოლოდ ეზოები მოყვა განსახლების ზოლში.

სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს იმ ნიადაგის შესწავლა, რომელზეც ზემოთ აღნიშნული 4 ოჯახის სახლი მდებარეობს. ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

რაც შეეხება განსახლების ზოლში მოყოლილ იმ მოსახლეობას, რომელთა კერძო საკუთრება უკვე გამოსყიდულია, მათ დაწყებული აქვთ თავიანთი სახლების დაშლა და გადატანა სხვა ადგილებში.