გარდაბნის მუნიციპალიტეტს რეანომობილი გადასცეს

829

გარდაბნის მუნიციპალიტეტს „ჰეიდარ ალიევის ფონდმა“ ახალი რეანომობილი გადასცა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამედიცინო პერსონალს საკუთარი რეანომობილი არ ჰყავდა და ბრიგადის გამოძახება თბილისიდან უწევდათ.

“აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია ქართულ – აზერბაიჯანული ურთიერთობების განმტკიცება, რასაც არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს და საქართველოს მხარდაჭერისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს”,- განაცხადა აზერბაიჯანული დიასპორისა და კომიტეტის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა ფუად მურადოვმა.