წყალტუბოს სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1370

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. 60 ბავშვზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით იფუნქციონირებს. ეს პირველი საბაშვო ბაღია მუნიციპალიტეტის ტერტიორიაზე, სადაც გათბობა ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი. წყალტუბოს მერიის ცნობით, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესებიც.

მუნიციპალიტეტის მერის გიორგი იობიძის თქმით, პროექტის თანახმად, გარემონტდა არსებული შენობა და მოხდა ფართის მომატება. საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 000 ლარი დაიხარჯა.