ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად საკრებულოში ანაზღაურებადი თანამდებობების ნუსხას კიდევ ერთი – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაემატა. თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1200 ლარია, თუმცა ამ სიახლით, კასპის მუნიციპალიტეტში ჯერ არ სარგებლობენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საკრებულოდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის მუნიციპალიტეტის მოწვევის სკრებულოში სულ 5 ფრაქციაა. ფრაქციების თავმჯდომარეებს, ამ ეტაპზე მოადგილე არ ჰყავს.
,,ეს ჩვენი პოლიტიკაა. კასპს იმდენი ფუფუნება არა აქვს, რომ ფრაქციების მოადგილეებზეც ხელფასი გავცეთ” – აღნიშნავს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ,,ქართული ოცნებიდან”.
ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში (დარიცხული) 1350 შეადგენს, წლის განმავლობაში – 12 200 ლარი.
კასპის საკრებულოში შემდეგი ფრაქციებია:
1. “ქართული ოცენბა”-ს თავმჯდომარე – ზურიკო ჩადუნელი;
2. ” ქართული ოცნება კონსერვატორები” -ს თავმჯდომარე – ოთარ ჭეიშვილი;
3. “ქართული ოცნება მრეწველები “-ს თავმჯდომარე – ალექსანდრე ბიძინაშვილი;
4. ‘პარტიოტების ერთობა” -ს თავმჯდომარე – ილია კიტრიაშვილი;
5. “ძალა ერთობაშია კასპის წინსვლისთვის” თავმჯდომარე – ნუგზარ ნონიაშვილი.
კასპისგან განსხვავებით, რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა მოადგილეები ახალი კანონის ამოქმედებისთანავე დანიშნეს.