2018 წელს კახეთში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 115 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გუბერნატორის მოადგილემ, გივი მეტრეველმა განაცხადა, პროექტების განხორციელებისთვის, ჯამში, 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.
“2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთში 115 პროექტის განხორციელება იგეგმება. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 74 პროექტი, თუმცა უახლოეს ერთ თვეში დანარჩენი პროექტებიც დაფინანსდება. პროექტების ფარგლებში გათვალისწინებულია გზების, წყალმომარაგების სისტემების, საბავშვო ბაღების, გარეგანათების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ა.შ.”, – განაცხადა გივი მეტრეველმა.