ქუთაისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის პრობლემის მოწესრიგების მეორე ეტაპი დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სამრეწველო და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე ობიექტებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და კანონით დადგენილ წესს დაემორჩილნენ.
“ამ დრომდე აღნიშნულ ადგილზე მაღაზიები გარედ გამოტანილი პროდუქციით ვაჭრობდნენ, რაც უკვე მოწესრიგებულია. ქალაქის მასშტაბით გარე ვაჭრობა ჯერ კიდევ მარტის თვიდან აიკრძალა. მერიის ზედამხედველობის სამსახური მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს”-წერია მერიის განცხადებაში.
21 აპრილიდან ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარევაჭრობა აიკრძალა. ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაიწყო.