თბილისის მეტრო დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება – ამის შესახებ მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, „ერთობა 2013-ის” გამგეობის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება. მისი განცხადებით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა აიღო და ეს პრობლემა უახლოეს მომავალში გადაწყდება.
ამ გადაწყვეტილებამდე კი გვიან ღამით რატი კაპანაძე თბილისის მერიაში ვიცემერსა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.
ასევე მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ გლდანის დეპოს ტერიტორიაზე კარვები აიღეს და და ტერიტორია დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეებმა 4 ივნისიდან უვადო გაფიცვა დაიწყეს, რის გამოც ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.
4 ივნისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროა.