გზის არარსებობის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თხის ფერმა დაიხურა

967

თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე თხის ფერმამ, რომელიც თემურ კობახიძის საკუთრებაა, გზის არარსებობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, – ამის შესახებ თავად ფერმერმა განაცხადა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელლებს.

თემურ კობხიძემ ფერმა 2014 წელს გააკეთა, სადაც ყველს აწარმოებდა. ამ საქმის გამო თბილისიდან თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში გადასახლდა და ფერმა მდინარე ალგეთის პირას, სოფელ აბრამეთის მიმდებარედ გააკეთა.

თხის ფერმაში 80 ათასი დოლარის პირადი ინვესტიცია ჩადო, 50 ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკა-დანადგარები ( საწველი აპარატურა, ყველის წარმოებისთვის საჭირო დანადგარები და ტრაქტორი) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) გრანტის სახით გამოუყო, ხოლო 42 ათასი დოლარის კრედიტი ,,შეღავათიანი აგროპროექტის პროექტის“ ფარგლებში დაუფინანსეს.

როგორც თემურ კობახიძე აცხადებეს, საქმე კარგად მიდიოდა, ვიდრე 2015 წელს ცნობილი 13 ივნისის სტიქია არ მოხდა, რამაც მდინარე ალგეთის ადიდებაც გამოიწვია და ხიდი წაიღო, რაც ფერმერს გარესამყაროსთან აკავშირებდა. ერთადერთი გზა, რითაც ფერმერს ხეობიდან გამოსვლა შეუძლია ისეთი დაზიანებულია, რომ მასზე ტრაქტორით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. ფერმერი უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვს გზის მოწესრიგებას.

“ჩემი ფერმიდან თეთრწყაროს გზამდე სამ კილომეტრიანი მონაკვეთია, აქედან 500-600 მეტრი პრაქტიკულად გაუვალია, უკვე წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვ, რომ ეს მცირე მონაკვეთი ისე მაინც შეაკეთონ, რომ ტრაქტორით გადაადგილება შევძლო, მაგრამ ყველა დაპირება დაპირებად რჩება. იძულებული გავხდი ფერმა მიმეტოვებინა და თხები სხვა სოფელში გადამეყვანა”, – განაცხადა თემურ კობახიძემ.

როგორც ფერმერი ამბობს, მოღვაწეობას რუსეთში განაგრძობს, საიდანაც მოწვევა მოუვიდა. მისი თქმით, იქ დიდი აგროკომპლექსი კეთდება, სადაც მეთხევეობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ფოტოს ავტორი: Bm.ge