ქუთაისის მერიის საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს

968

ქუთაისის მერიის საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს. როგორც სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში აცხადებენ, შემოწმება გეგმიურია და ის პერიოდულად ტარდება. მათივე ინფორმაციით, საქმე  2017 წლის საქმიანობას ეხება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

პრესმსასახურის წარმომადგენლის განმარტებით, უწყება დასკვნას რამდენიმე კვირაში დადებს და ის საჯარო გახდება ყველასთვის. მათივე განცხადებით, დასკვნა შეეხება, როგორც უშუალოდ მერიას, ასევე მის დაწესებულებს, მათ შორის სოციალურ საცხოვრისს.

შეგახსნეებთ, რომ სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საკითხს სამხარაულის ბიუროც სწავლობს.