ახალციხეში, დავითის და კონსტანტინეს ქუჩაზე ე.წ ღრელის წყლებზე, რომელიც პერიოდულად დიდდება და სახლებს ტბორავს, ნაპირსამაგრებს აუშენებენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ახალციხეში მიქელაძეებმა, რომელებსაც 22 მაისს ძლიერი წვიმის შემდეგ სახლი დაეტბორათ, მერიას ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობის მოთხოვნით მიმართეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამისთვის პროექტს უკვე ამზადებენ: „ხევს მთელ სიგრძეზე გავამაგრებთ ისე, რომ ადიდების შემდეგ არცერთი სახლი აღარ დაიტბოროს“.