მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

571

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდება.

“სამუშაოს დასრულების შემდეგ, გუდაურისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებამდე შეუფერხებლად და კომფორტულად შეძლებთ გადაადგილებას.

დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს”,-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.