შუახევის მერს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი არ მოსწონს

816

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებს, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.

უწყების ცნობით, ფრიდონ ფუტკარაძემ რამდენიმე პროექტის მიმდინარეობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.

მერმა გააკრიტიკა ინწკირვეთის სოფლის სახლის მშენებელი კომპანია, რომელსაც, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეუწყდა. პროექტზე გამოყოფილი თანხა კი 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადავიდა და ახალი ტენდერი გამოცხადდა.

“ამჟამად აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცესი და ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, მერმა უკმაყოფილება გამოთქვა ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის პროექტზე. რომლის შემსრულებელი კომპანიაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს იხდის.

ფუტკარაძე უკმაყოფილოა სოფელ შუბანში ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესითაც და განაცხადა, რომ, ბაგა-ბაღის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვერშესრულების გამო, მშენებელი კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა, შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა პირგასამტეხლო 10 799, 72 ლარის ოდენობით.

“ამ დროისთვის შუბანის ბაგა-ბაღზე გამოშენება-გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის სამუშაოებსაც შპს “ერა 2011″ ასრულებს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერი უკმაყოფილოა დაბის ცენტრალუტრი სტადიონის დაუსრულებელი სამუშაოების გამოც.

აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული აქვს, თუმცა, მისი დასრულებისთვის საჭირო გახდა პროექტში ცვლილებების შეტანა, რაზეც გამოცხადებულია ტენდერი პროექტის შესყიდვაზე.

,,დღეს შევხდი მერიისა და ადმინისტრაციული ერთულების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომიისიის წევრებს. მათთან ერთად განვიხილე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. შენიშვნები გამოვთქვი რამდენიმე პროექტის მიმდინარეობაზე, რაზეც კომისიას პრობლემების გამოსასწორებლად შესაბამისი დავალებები მივეცი. ყველა პროექტი მკაცრ კონტროლზე მყავს პირადად აყვანილი. ასევე ჩემი დავალებით, მოხდება ობიექტების ყოველდღიური მონიტორინგი, რათა მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იქნას ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულებული”, – განაცხადა შუახევის მერმა.

შეხვედრის ბოლოს ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.