ქალაქ ფოთში “კუნძულის უბანს” რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1038

ქალაქ ფოთში კუნძულის უბანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, კუნძულის უბნის მოსახლეობას ზღვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები გააცნო.

მერიის ცნობით, პროექტით, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარია, ფილებისა და ჯებირის რეაბილიტაცია, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლის, ავტოსადგომის და სხვა ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება.

“აღნიშნული პროექტი ახალ ბიზნეს წამოწყებებსაც შეუწყობს ხელს. უბნის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების გეგმას პოზიტიურად აფასებს”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ “კუნძულის უბნის” რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.