საბურთალოს რაიონში, შვიდ მისამართზე, დამცავი ღობეები მოეწყო

849

საბურთალოს რაიონში, შვიდ მისამართზე, დამცავი ღობეები მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთოების მიზნით, დამცავი ღობეები ჩიქოვანის ქუჩა N24-სა და N34-ში, ასათიანის ქუჩა N12-ში, ფანასკერტელის ქუჩა N20ა, ბახტრიონის ქუჩა N4-ში, ცაგარელის ქუჩა N38-სა და ქარელის ქუჩაზე განთავსდა.

უწყების ცნობით, სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს „დემემ“ განახორციელა.

“უსაფრთხოების ღობეების მონტაჟი სხვა მისამართებზეც იგეგმება”,- აცხადებენ გამგეობაში.