ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებმა კასპის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართეს და მათთან ერთად იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე ის საჭიროებები გამოკვეთეს, რომელიც მუნიციპალიტეტში ქალთა თემს აწუხებს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში, რომელშიც გამოვლენილი საჭიროებები აისახება.
შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, ცენტრის ექსპერტები – მაია კუპრავა-შარვაშიძე და თეა ჯალიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები და სამოქალაქო საზოგადების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი შეხვედრებს, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მართავენ.