ქუთაისის ეზოების კონკურსი დასრულდა. საუკეთესო ეზოს შერჩევისთვის შექმნილმა კომისიამ ქალაქის მაშტაბით ხუთი საუკეთესო ეზო შეარჩია.
ეს ეზოები მდებარეობს: „გამარჯვება“ – არაყიშვილის N8, „ავტოქარხანა“ – ძოძუაშვილის N10ა, „ნიკეა“ – ნიკეას მე-2 შეს. N4, „ქალაქ მუზეუმი“ – წმ. ნინოს N6, „ძელქვიანი“ – ჭავჭავაძის N1ა.
შერჩეული ეზოებიდან კომისიამ საუკეთესო სტატუსი “ავტოქარხნის” ტერიტორიულ ერთეულში, ძოძუაშვილის N10ა-ში მდებარე ეზოს მიანიჭა.
კონკურსის თანახმად, გამარჯვებულს თვითმმართველობა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს, რომელსაც ამხანაგობა თავად აირჩევს.