„ერთად მოვუაროთ და ერთად დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი“-ქუთაისში ახალი კამპანია იწყება. ინიციატივა კორპუსის ეზოების დასუფთავებასა და მოწესრიგებას ითვალისწინებს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრელებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტი მერის წარმომადგენლებს გააცნო. პროექტის მიხედვით შეიქმნება კომისია, რომელიც ქალაქში ყველაზე ლამაზი კორპუსის ეზოს გამოავლენს.
გამარჯვებული ეზოს ამხანაგობას კი ქუთაისის საკრებულო და მერია ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუფინანსებს (მინი სტადიონის კეთილმოწყობა, ატრაქციონები, ფანჩატური და სავარჯიშო ტრენაჟორების მონტაჟი). ქალაქში ყველაზე ლამაზი ეზოს სტატუსის მქონე კორპუსი 2 მაისს გამოვლინდება.