მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, საქართველო 6.0 ქულით 29-ე ადგილზეა 136 ქვეყანას შორის. რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია (6.7), ხოლო ბოლოზე კოლუმბია (2.6). კვლევის დეტალებზე gbc.ge წერს.
2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ მათ დასახლებაში მცხოვრებელთა უსაფრთხოება დაცულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე მაჩვენებელი მცირედ გაუარესებულია – 2013 წლის კვლევის შედეგების მიხედვით დაცულად თავს მოსახლეობის 88% გრძნობდა, 2015 წელს კი 85%.
საინტერესოა, რომ სოფლის მოსახლეობას უსაფრთხოების უფრო მაღალი განცდა აქვს (91%), ვიდრე ქალაქად მცხოვრებთ (77%), ყველაზე ნაკლებად კი თავს დაცულად თბილისელები გრძნობენ (54%).