“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შუახევის მერიას ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო აკრიტიკებს. ნუგზარ ამაღლობელის თქმით, შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარი დაიხარჯა დღვანი-შუახევის და ხაბელაშვილები-ხიჭაურის მიმართულებით სასმელი წყლის ფილტრების მოწყობისთვის, თუმცა ფილტრები უხარისხოა და არ მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
შუახევის მერიაში ბრალდებას უსაფუძლოდ მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ ფილტრები მუშაობს, თუმცა სრული დატვირთვით არა, რადგან დამატებით გამოიკვეთა ე.წ წნევის ჩამხშობი დანადგარის დამონტაჟების საჭიროება, რისთვისაც 12 ათასლარიანი ტენდერია გამოცხადებული.