დედოფლისწყაროს მერმა სამ სოფელში ახალი წარმომადგენლები შეარჩია

1048

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს სამ ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უფლებამოსილების შესრულებას გასული კვირიდან შეუდგნენ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული საჯარო მოხელეების კონკურსის საფუძველზე, სოფელ ქვემო ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ავთანდილ ხუმარაშვილი დაინიშნა, სოფელ არხილოსკალოში იოსებ კობაიძე, ხოლო გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულს ზვიად ზვიადაური უხელმძღვანელებს”, – თქვეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში.