ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ს ახალი უფროსი ჰყავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აღნიშნული თანამდებობა რევაზ თევდორაძემ დატოვა.
თევდორაძე ა(ა)იპ-ს მხოლოდ ხუთი თვე ხელმძღვანელობდა. მისი თქმით წასვლა კოლეგების მიერ გუნდური პრინციპების უხეშად დარღვევის გამო გადაწყვიტა.
დღეს ქუთაისის მერმა კულტურულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ში უფროსად ვაჟა ჯუღელი დანიშნა. ვაჟა ჯუღელი ქუთაისის მერიაში კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.