ქუთაისის მერიის კულტურის ა(ა)იპ-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

1164

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების” ხელმძღვანელმა, რევაზ თედორაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ა(ა)იპ-ის უფროსმა თავად დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თედორაძის წასვლას წინ ინციდენტი უძღვოდა, რაც, ორმაისობის დღესასწაულზე, მერიის კულტურის განყოფილების უფროსთან, ვაჟა ჯუღელთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატა.

მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს ვაჟა ჟუღელი, თუმცა, აღნიშნავს, რომ სამსახურებრივ საქმესთან დაკავშირებით საუბარი იყო.

რეზო თედორაძე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.  ის “ქართული ოცნების”  ქუთაისის ბიუროს წარმომადგენელი და არჩევნების პერიოდში ავტოქარხნის ზონის ხელმძღვანელი იყო.