ქუთაისის მერიის კულტურის ა(ა)იპ-ის ყოფილი ხელმძღვანელი წასვლის მიზეზებზე საუბრობს

937

წინა სტატია

ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი მმართველი რეზო თედორაძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. ის კოლეგებს გუნდური პრინციპების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას topnews.ge ავრცელებს.

რეზო თედორაძის თქმით, ს ადამიანები, რომლებიც ქუთაისში კულტურული განვითარების სტრატეგიას აფერხებდნენ, დღეს მაღალ თანამდებობებზე, დამსახურებების გარეშე არიან.

“როგორც თვითონ ვაჟა ჯუღელი აფიქსირებს, არავითარ ფიზიკურს ადგილი არ ჰქონია! რაც შეეხება სიტყვიერს, მე მას რამდენიმეჯერ შევახსენე, რომ10:30-ზე გრაფიკით ა(ა)იპის ღონისძიება იწყებოდა და დროს ძალიან ნუ გადაამეტებდა, რათა ხმებში კვეთა არ ყოფილიყო. საბოლოოდ ხუთი დღის შემდეგ, მერთან საკითხის განხილვისას გარკვეული გარემოებების გამო, მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება წასვლაზე, რომელიც დღეს სრულიად გამართლდა გამომდინარე იქედან, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, ერთად მუშაობის პერიოდში აფერხებდნენ ქუთაისში კულტურული განვითარების სტრატეგიას, დღეს ერთი ა(ა)იპის ხელმძღვანელად დაინიშნა (ვაჟა ჯუღელი), ხოლო მეორე (თამთა თურმანიძე) მერიაში განყოფილების უფროსად! რაც შეეხება მათ პარტიულ დამსახურებებს- 0-ი. ასევე თამამად შემიძლია საუბარი შესაბამის განათლებასა და გამოცდილებებზეც!!!,” -წერს რეზო თედორაძე.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების” ხელმძღვანელმა, რევაზ თედორაძემ თანამდებობა მაისის დასაწყისში დატოვა.