„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა.
შეკითხვაზე: “რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისღწევად”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ძალიან გავრცელებულია – 15%
- უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული – 21%
- ნაწილობრივ გავრცელებულია, ნაწილობრივ არა – 37%
- უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია – 11%
- საერთოდ არ არის გავრცელებული – 5%
- არ ვიცი/უარი პასუხზე – 11%
კვლევაში მონაწილეებმა ასევე დააფიქსირეს აზრი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობის შესახებ.
კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
იხილეთ სრულად კვლევა ამ ბმულზე.