ხანდოს ხეობაში წყალმომარაგების ქსელი კეთდება

650

ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხანდოს ხეობაში, წითლიანების დასახლების წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა სათავე ნაგებობა და თვითდენითი წყალსადენი.

დუშეთის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება 120-მდე ოჯახი.

როგორც უწყებაში ამბობენ, წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გარდა, ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები ხანდოს ხევზე, სადაც იწმინდება სტიქიით დაზიანებული კალაპოტი, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის მონკვეთის ადგილ-ადგილ მოხრეშვა, გასწორება და დატკეპნა. სოფელ წინამხარში მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია.