ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს

2321

ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლი ივნისის ბოლოდან ყოველ დღე იმუშავებს. სარკინიგზო რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნება. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

ქუთაისიდან მატარებელი (რკინისგზის სადგურ ქუთაისი #1-დან) 10:25 წუთზე გავა და ბათუმში 13:28 წუთზე ჩავა. უკან, მატარებელი ბათუმიდან 23:25 წუთზე გამოვა და ქუთაისში 02:20 წუთზე იქნება.

მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ  6 ლარი იქნება, ხოლო 5 წლამდე ასაკის ბავშვები მგზავრობის საფასურის გადახდისგან განთავისუფლდებიან.