ქარელის მერია მეუფე იობის რეზიდენციას და რუის-ურბნისის ეკლესიებს გაანათებს

1650
რუის-ურბნისის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესიას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია გაანათებს. ეს გადაწყვეტილება მერიამ 4 მაისს მიიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიების განათებისთვის 8 ათას ლარამდე დაიხარჯება. ასევე განათდება რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის, სინოდის წევრის, მეუფე იობის რეზიდენციაც.
“შესაბამისი სისტემით აღიჭურვება სოფელ ურბნისის წმინდა სტეფანე პირველ მოწამის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ რუისის ღვთისშობლის სახელობის მონასტერი, სოფელ რუისის ფერისცვალების ტაძარი და ასევე სამწევრისის დედათა მონასტერი”, – აღნიშნავენ ქარელის მერიაში.