კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში გზის კეთილმოწყობა მალე დასრულდება.
კასპის მერიის ცნობით, გზის სიგრძე 1 075 გრძივი მეტრია, რომლის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 “აწარმოებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მასზე 602 876 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულ–გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა დაათვალიერეს.
“გზის ირგვლივ მდებარეობს სამთავისი-კასპის ეპარქია და სამთავისის ტაძარი, სადაც, მრევლთან და მოსახლეობასთან ერთად, ტურისტებიც გადაადგილდებიან. ამდენად აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია”, – აცხადებენ მერიაში.