ბათუმში ანგისის სპორტული ბაზა, რომელიც 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს, გაიხსნა. ბათუმის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან შედგება.
ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. ბაზის შენობა სამსართულიანია, მეოთხე სართულზე კი, მოწყობილია ტერასა მედიისთვის. უწყების ინფორმციით, შენობაში განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი.
სპორტული ბაზა შშმ პირთათვის ადაპტირებულია. სამუშაოების ღირებულება 4 116 170 ლარია.