ადიგენში კედლები მოხატეს. ფოტოები

785

ადიგენში მერიის მიმდებარე კედელი, სოფელ ჩორჩანსა და იმერთუბანში კი სკოლის შენობები ახალგაზრდა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად მოხატა. სოფელ ჩორჩანში მხატვრებმა სკოლის კედელზე ჩორჩნის ხედით და სახლებით სოფლის პეიზაჟი დახატეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ჩორჩანში ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც შენობა გააფერადეს, ბავშვები სკოლაში სიხარულით დადიან.