ბორჯომში, ვაშლოვანის დასახლებაში, მოსაცდელს ჭერი ჩამოეშალა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევა 26 აპრილს მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოსაცდელის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
რომელმა კომპანიამ ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაშლოვანის მოსაცდელს და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი, ამ ეტაპზე უცნობია. ბორჯომის მერიაში ამბობენ, რომ მოსაცდელი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და არც მათ გაურემონტებიათ. მოსაცდელი არც საავტომობილო გზების დეპარტამენეტის ბალანსზე აღმოჩნდა. შესაბამისად, გაურკვეველია, ვინ იღებს ჩამოშლილ ჭერზე პასუხისმგებლობას.