ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში, წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

671

ბობოყვათში მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება და 1000-ზე მეტი ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლება იყწყება.

უწყების ცნობით, სოფელ ბობოყვათში, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სისტემის შიდა ქსელი მოძველებული იყო და ხშირად ზიანდებოდა მილები, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევდა.

ქობულეთის მერია აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 972 885 ლარს დახარჯავს. პროექტი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ცენტრალური და შიდა ქსელების მოწყობასა და აბონენტთა გამრიცხველიანობას ითვალისწინებს.